თბილისი-დუბაი / დუბაი-თბილისი ავიაბილეთები

✈️ რატომ ჩვენ? ბილეთების ფასი ჩვენთან ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პლატფორმებზე, გარდა ამისა, მიღებული შემოსავლიდან თვეში 100$ გავათამაშებთ შემთხვევითობის პრინციპით ჩვენს მომხმარებლებზე. რატომაც არა? 🌟

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-დუბაი?

დუბაი

ზოგადი აღწერა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და დუბაის ემირატის დედაქალაქია. დუბაი მაქსიმალისტების ქალაქია. მას წლის განმავლობაში დამთვალიერებლებისა და დამსვენებლების ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრობს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა სწორედ ამ ქალაქშია და პლანეტის ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტი სწორედ რომ დუბაისა და ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტებია. ქალაქი მსოფლიოს 60%-ისგან 8-საათიანი ფრენის რადიუსშია მოქცეული, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი ტრანზიტული ფრენებითაც უსწრებს ყველა სხვა დიდ ქალაქს.  

დუბაი ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი, მაგრამ აქ სტუმრობისთვის მილიონები ნამდვილად არ არის საჭირო. მართალია იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და მაღალი კლასის სასტუმროებით არის ცნობილი, როგორიცაა გრანდ ჰიატ დუბაი, ატლანტისი, ინტერკონტინენტალი, და ა.შ., მაგრამ დუბაის განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ იგი ყველა ტიპისა და ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანებზე არის გათვლილი. ბოლო წლებში გასანკუთრებით მომრავლდა დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები და ჰოსტელები.

ისტორია

ქალაქი, რომელიც სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეა გაშენებული, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბიზნეს ჰაბად არის წოდებული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას დუბაი ახალგაზრდა, თანამედროვე ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და კულტურის ქალაქად წარმოუდგენია, რაც ნამდვილად სიმართლეა, ამ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს ათასწლოვანი ისტორია გააჩნია. თავდაპირველად ქალაქი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის ინდუსტრიის სფეროს ემსახურებოდა, მაგრამ დღეს იგი ვაჭრობის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბიზნესის და ფინანსური ინდუსტრიის ცენტრად არის ქცეული, სადაც ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ხუთ პროცენტს არ აღემატება.

მოსახლეობა და კულტურა

ქალაქს ერთი განსაკუთრებულები თავისებურება აქვს: მოსახლეობის 85% დუბაიში სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან არის ჩამოსული, რაც მას ჭეშმარიტად მულტიკულტურულ ელფერს აძლევს. სოციალური და კულტურული ნორმატივებით ნაკლებად არის შეზღუდული და მის ლამაზ სანაპიროებზე საზაფხულო ბიკინითაც არის შესაძლებელი დასვენება. 2017 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში ქალაქს 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

ქალაქის ბურ დუბაის უბანი განთქმულია თავისი დაბალბიუჯეტური, ლოკალური კულტურითა და სამზარეულოთი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ირანული, ინდური, პაკისტანური, იემენური, ავღანური, და ევროპული ქვეყნების ღირსშესანიშნავი კერძები. სპეციალურად ლიცენზირებულ კაზინოებში, რესტორნებსა და ბარებში კი სრულად თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ ალკოჰოლი.

კლიმატი

დაიმახსოვრეთ, დუბაიში წელიწადის ორი სეზონია: ცხელი და უფრო ცხელი, ასე რომ ნუ მოგერიდებათ გამოსცადოთ გარუჯვა მის ოქროსფერ ქვიშის სანაპიროებზე.

სხვა ღირსშესანიშნაობები

ქალაქის სიამაყეა ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, 828 მეტრის სიმაღლის ნაგებობა, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში.