თბილისი-სტამბოლი / სტამბოლი-თბილისი ავიაბილეთები

✈️ რატომ ჩვენ? ბილეთების ფასი ჩვენთან ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პლატფორმებზე, გარდა ამისა, მიღებული შემოსავლიდან თვეში 100$ გავათამაშებთ შემთხვევითობის პრინციპით ჩვენს მომხმარებლებზე. რატომაც არა? 🌟

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-სტამბოლი?

სტამბოლი

ზოგადი აღწერა

ყოფილი კონსტანტინოპოლი, რომელიც ერთ დროს ევროპის გული იყო და გაცხოველებული ვაჭრობის, კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილია. იგი მსოფლიოში ქალაქთა იმ იშვიათ რაოდენობას განეკუთვნება, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე, ევროპასა და აზიაზე, მდებარეობს. ეს სიმბოლურად სტამბოლის ისტორიულ ფუნქციაზეც აისახა: ქალაქი უძველესი დროიდანვე იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრი და „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიული პუნქტი.

გეოგრაფია და მოსახლეობა

ფართობითაც და მოსახლეობის რაოდენობის მხრივაც სტამბული არა მარტო თურქეთის, არამედ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ქალაქია. 2018 წლის მონაცემებით, სტამბოლი 15 მილიონამდე ადამიანის მშობლიური ქალაქია. იგი ერთდროულად შავი და მარმარილოს ზღვებს ემიჯნება და ჯამურად 5500 კვ. კმ-მდე არეალს მოიცავს. ქალაქი ორი, ევროპული და აზიური, ნაწილისგან შედგება.

აეროპორტები

ქალაქს ორივე ყველაზე დიდი და დატვირთული, საბიჰა გოქჩენისა და ათათურქის სახელობის, აეროპორტი ემსახურება, რომლებიც მსოფლიო ტრანზიტული ფრენების, მათ შორის თბილისიდან განხორციელებული რეისების, საკვანძო არტერიას წარმოადგენენ. თითოეული მათგანი წლის განმავლობაში 40 მილიონამდე მგზავრს მასპინძლობს, რომლებიც ან გავლით, ან ტურისტული თუ სხვა მიზნით სტუმრობენ თურქეთის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას.

ისტორია

სტამბოლი, რომლის ისტორია დაახლოებით 17 საუკუნემდე პერიოდს მოიცავს, ორ ნაწილადაა დაყოფილი: ურბანული, შედარებით განვითარებული და თანამედროვე ცენტრი და პერიფერია, რომელიც მჭიდროდ დასახლებული უბნებისგან შედგება. ისტორიულად მოსახლეობის უმეტესობას თურქები და ბერძნები შეადგენდნენ, თუმცა დღეს იგი ჭეშმარიტად კოსმოპოლიტური ქალაქია, რომელიც ყველა ეროვნების, რელიგიისა და ეთნიკური უმცირესობის საცხოვრებელი თუ დასასვენებელი ადგილია. სწორედ მისი კულტურული მრავალფეროვნება იწვევს ყველაზე დიდ აღფრთოვანებას ქალაქის ვიზიტორებში. მიუხედავად თქვენი გემოვნებისა, სტამბოლს სტუმრებისთვის ყველაფრის შეთავაზება შეუძლია: საუკუნოვანი ისტორიის მქონე სასახლეებით, მუზეუმებით, ეკლესიებითა და მეჩეთებით დაწყებული, თანამედროვე პლიაჟებით, სასტუმროებთა და კლუბებით დამთავრებული.

ღირსშესანიშნაობები

ქალაქის მრავალ ღირსშესანიშნაობათაგან განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს აია სოფიას ტაძარი, მეექვსე საუკუნეში აშენებული ბიზანტიური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში თავისი მასიური გუმბათითა და ულამაზესი ჩუქურთმებით. ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა, დღეს მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და წელიწადში მილიონობით მნახველი ჰყავს. დიდი ხანი მას „მსოფლიოს მერვე საოცრებადაც“ მოიხსენიებდნენ.

ქალაქი განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნება აღმოსავლური ან თურქული სამზარეულოს მოყვარულთათვის. აქ მსოფლიოში უგემრიელეს თურქულ ყავას დააგემოვნებთ.

კლიმატი

სტამბოლი მთელი წლის განმავლობაში ზომიერი, თბილი კლიმატით გამოირჩევა, რის გამოც მისი დათვალიერება მთელი წლის განმავლობაშია კომფორტული.