Tbilisi-Istanbul / თბილისი-სტამბოლი
ყოფილი კონსტანტინოპოლი, რომელიც ერთ დროს ევროპის გული იყო და გაცხოველებული ვაჭრობის, კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილია. იგი მსოფლიოში ქალაქთა იმ იშვიათ რაოდენობას განეკუთვნება, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე, ევროპასა და აზიაზე, მდებარეობს. ეს სიმბოლურად სტამბოლის ისტორიულ ფუნქციაზეც აისახა: ქალაქი უძველესი დროიდანვე იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრი და „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიული პუნქტი.
გეოგრაფია და მოსახლეობა
ფართობითაც და მოსახლეობის რაოდენობის მხრივაც სტამბული არა მარტო თურქეთის
რეისები
Tbilisi-Moscow / თბილისი-მოსკოვი
თუ სანკტ-პეტერბურგს ხშირად მოიხსენიებენ როგორც რუსეთის ევროპისკენ გამავალ „ფანჯარას“
რეისები
Tbilisi-Tehran / თბილისი-თეირანი
ირანის არა მარტო პოლიტიკური და კულტურული
რეისები
Tbilisi-Kiev / თბილისი-კიევი
უკრაინის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც მდინარე დნეპრის პირას არის გაშენებული. მისი მოსახლეობა დაახლოებით სამ მილიონამდე აღწევს.
კიევი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია. თავისი ათასწლოვანი ისტორიით კიევი აჯადოვებს რელიგიური და კულტურული ისტორიის მკვლევარებსა თუ მოყვარულებს. ქალაქი თავდაპირველად ჩამოყალიბდა, როგორც პირველი რუსული სახელმწიფოს ცენტრი, რის გამოც ხშირად მას „რუსთა ქალაქების დედად“ მოიხსენიებენ, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ კიევმა აღიდგინა თავისი სტატუსი, როგორც უკრაინის დედაქალაქმა და ჭეშმარიტად ევროპულმა ქალაქმა.
ღირსშესანიშნაობები
ქალაქი
რეისები
Tbilisi-Tel-aviv / თბილისი-თელ-ავივი
ისრაელის უმთავრესი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით 40 კმ-ის სიშორეზე მდებარეობს. მისი ისტორია 1909 წლიდან იწყება, როდესაც აქ პირველი ებრაული დასახლებები შეიქმნა, მაგრამ ქალაქს გაცილებით დიდი ისტორია აქვს: იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ ხაფას ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, რომელსაც ოფიციალურად 1950 წელს შეუერთდა.
გამოცემა „ფორბსმა“ თელ-ავივს მიუძღვნა სტატია
რეისები
Tbilisi-Dubai / თბილისი-დუბაი
არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და დუბაის ემირატის დედაქალაქია. დუბაი მაქსიმალისტების ქალაქია. მას წლის განმავლობაში დამთვალიერებლებისა და დამსვენებლების ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრობს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა სწორედ ამ ქალაქშია და პლანეტის ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტი სწორედ რომ დუბაისა და ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტებია. ქალაქი მსოფლიოს 60%-ისგან 8-საათიანი ფრენის რადიუსშია მოქცეული, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი ტრანზიტული ფრენებითაც უსწრებს ყველა სხვა დიდ ქალაქს.
დუბაი ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი
რეისები
Tbilisi-Warsaw / თბილისი-ვარშავა
პოლონური სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და ქვეყნის დედაქალაქის სტატუსს 1596 წლიდან ატარებს.
ხშირად მკვლევარები ვარშავას ფენიქსს ადარებენ, ქალაქი, რომელიც მსოფლიო ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ დაფერფლილა ცეცხლში, მაგრამ გამარჯვებული და გაძლიერებული აღმდგარა. ქალაქის სიმბოლო არის ქალთევზა, რომელმაც ლეგენდის თანახმად ერთ-ერთი პრინცს დღევანდელი ვარშავის ადგილზე ქალაქის გაშენება უბრძანა. მისი ისტორიიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვარშავის მოტოა „Contemnit Procellas“, რაც „შტორმთან მებრძოლს“ ნიშნავს.
გეოგრაფია და ისტორია
ვარშავა
რეისები
Tbilisi-Saint Petersburg / თბილისი-სანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგს, მისი ისტორიული ფუნქციისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხშირად უწოდებენ რუსეთის „ფანჯარას“ ევროპაში. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა და დღესაც ასრულებს ამ ფუნქციას. იგი წარმოადგენს ხიდს რუსეთის დასავლეთ ნაწილსა და ევროპას შორის. თავისი სილამაზისა და არქიტექტურული სტილის გამო მას ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციად“ მოიხსენიებენ.
ისტორია
სანკტ-პეტერბურგი რუსეთის ყველაზე წარმატებულმა იმპერატორმა პეტრე I დიდმა ააშენა და ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვიდან სწორედ აქ გადმოიტანა. ქალაქს სახელი სწორედ მის საპატივსაცემლოდ ეწოდა. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო აქ პეტრე დიდმა ციხესიმაგრე ააშენა
რეისები
Tbilisi-Milan / თბილისი-მილანი
მილანი ჩრდილოეთ იტალიური რეგიონის, ლომბარდიის, დედაქალაქი და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური და სავაჭრო ცენტრია. ისტორიულად მას ყოველთვის ჰქონდა პირველობაზე პრეტენზია და ბევრს დღესაც მიაჩნია, რომ მილანი უნდა გამხდარიყო გაერთიანებული იტალიური სახელმწიფოს დედაქალაქი მე-19 საუკუნეში. თუმცა მისი პერიფერიაში არსებობა სულაც არ აკნინებს ქალაქის როლს. ზოგიერთი მას იტალიის „მორალურ დედაქალაქად“ მოიხსენიებს, რაც მილანის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და კულტურაზე მიუთითებს.
გეოგრაფია და ისტორია
მილანი
რეისები
Tbilisi-Paris / თბილისი-პარიზი
საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ქვეყნის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. „სიყვარულის ქალაქი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, მუდმივად იყო არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი კონტინენტური ევროპის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების შუაგული. პარიზმა მსოფლიოს აჩუქა გენიოსები ხელოვნების, ფილოსოფიის, მწერლობის და კულტურის სხვა მრავალ დარგში. პარიზში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი, ძალიან ხშირად, არსებით გავლენას ჰპოვებს ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
გეოგრაფია და ისტორია
პარიზი მდინარე სენაზეა გაშენებული. ისტორიული კვლევების შედეგად დგინდება
რეისები
Tbilisi-Munich / თბილისი-მიუნხენი
მიუნხენი სამხრეთ გერმანული რეგიონის ბავარიის დედაქალაქია და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ქალაქი ცნობილია თავისი ბაროკოს სტილის ეკლესიებითა და უძველესი მუზეუმებით. გარდა ამისა მიუნხენი დამთვალიერებელს ბევრ სხვა რამეს ჰპირდება: იგი გერმანიის ყველაზე ცნობილი ბრენდის „ბეემვეს“ და საფეხბურთო კლუბ „ბაიერნის“ სამშობლოა. რომ არაფერი ვთქვათ „ოკტობერფესტზე“, მთელ მსოფლიოში ცნობილ ლუდის დღესასწაულზე, რომელიც მიუნხენში ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება. ამ ქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებით უყვართ ლუდი, ფეხბურთი და მანქანები.
გეოგრაფია და ისტორია
მიუნხენის ფართობი 310 კვ.კმ-ია და მისი მოსახლეობა 1.5 მილიონ ადამიანს ითვლის
რეისები
Tbilisi-Vienna / თბილისი-ვენა
ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც გერმანულად მოსაუბრე მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს მსოფლიოში ბერლინის შემდეგ. ვენაში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეუთოსი, მაგრამ, მიუხედავად მისი პოლიტიკური მნიშვნელობისა, ქალაქის როლი ევროპული ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მხატვრობის, თეატრისა და, განსაკუთრებით, მუსიკის, განვითარების სფეროში ფასდაუდებელია.
გეოგრაფია და ისტორია
ვენა ავსტრიის 9 ფედერალური მიწიდან ტერიტორიულად ყველაზე პატარა, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდია. მისი ფართობი 414.6 კვ. კმ-ს მოიცავს, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 1.8 მლნ ადამიანს, გარეუბნების ჩათვლით ეს რიცხვი 2.6 მლნ-მდე იზრდება.
ვენაზე
რეისები