თბილისი-თეირანი / თეირანი-თბილისი ავიაბილეთები

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-თეირანი?

თეირანი

ზოგადი აღწერა

ირანის არა მარტო პოლიტიკური და კულტურული, არამედ სულიერი ცხოვრების ცენტრია. თავისი 14 მილიონამდე მოსახლით თეირანსა და მის გარეუბნებში, ქალაქი უდიდესია ირანში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი აზიის კონტინენტზე. იგი ამავე სახელწოდების მქონე ოსტანის, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოლქის, ცენტრია. ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ირანელებისგან შედგება, მაგრამ არსებობს ოლქები, რომლებიც სხვა ეროვნების უმცირესობებით, აზერბაიჯანელებით, სომხებით, ქურთებით, ებრაელებით და სხვ. - არის დასახლებული. თეირანი არა მარტო ეთნიკური, არამედ რელიგიური უმცირესობების ადგილიცაა. აქ თანაბრად შეხვდებით მრავალ ისტორიულ მეჩეთს, ეკლესიებს, ებრაულ სინაგოგებსა და ზოროასტრიულ ტაძრებს, რაც ქალაქს ეგზოტიკური, ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოყვარული ტურისტებისთვის ნამდვილად საინტერესო ადგილს ხდის.

ისტორია

თეირანი პირველად 1796 წელს გახდა ირანის დედაქალაქი. იგი ქვეყნის 32-ე ისტორიული დედაქალაქია, რომლის სერიოზული აღმშენებლობა და განვითარება დაიწყო მე-20 საუკუნეში. 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობს დროს ქალაქი მასპინძლობდა „დიდი სამეულის“ კონფერენციას, რომელიც თეირანის კონფერენციის სახელითაა ცნობილი.

თეირანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (99%) სპარსულ ენაზე ლაპარაკობს.

აეროპორტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ქალაქში მდებარეობს იმამ ხომეინის სახელობის დიდი საერთაშორისო აეროპორტი და მეჰრაბადის აეროპორტი, რომელიც ძირითადად შიდა ფრენებისთვისაა განკუთვნილი. თეირანის სიამაყეს წარმოადგენს კარგად განვითარებული მაგისტრალების კომპლექსური სისტემა, ისევე როგორც ავტობუსების, ტროლეიბუსებისა და მატარებლების ხაზი. თუმცა ყველაზე სწრაფი, კომფორტული და იაფი გადაადგილების საშუალება არის ქალაქის მეტრო თავისი ექვსი ხაზით. თეირანის მეტრო ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა.

კლიმატი

თეირანი სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, მაგრამ ქალაქის სტუმრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აქ ტემპერატურა ზაფხულში 38-43 გრადუსამდეც აღწევს.

ღირსშესანიშნაობები

ქალაქის თანამედროვე ღირსშესანიშნაობებიდან გამოვყოფთ აზადის (თავისუფლების) მოედანსა და მილადის კოშკს (435მ.) , ორი ადგილი, რომელიც თანამედროვე თეირანის ერთგვარ სიმბოლოებად არის ქცეული. მილადის კოშკიდან შესაძლებელია ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედის დათვალიერება იაფად.

ვერ გამოვტოვებთ თეირანის დიდ ბაზარს. 10 კილომეტრზე გადაჭიმული სავაჭრო ლაბირინთები, თავისი ირანული ხალიჩებისა თუ ყოველდღიური საჭირობების მაღაზიებით, ყველა ტურისტის ყურადღებას იპყრობს. ლოკალური კულტურის გამოსაცდელად  აქვე მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ, დააგემოვნოთ, უგემრიელესი ირანული კერძები, როგორიცაა ფესენჯანი, ბადემჯანი და მრავალი სხვა.

თეირანი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების საინტერესო არჩევანსაც გთავაზობთ.

ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა გოლესტანის სასახლე, ყაჯართა დინასტიის დროინდელი ნაგებობა, რომელიც თვალწარმტაცი დიზაინით აჯადოვებს მნახველებს. სასახლემ მრავალი რენოვაციის ეტაპი გაიარა, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს ირანული არქიტექტურისა და კულტურის ამსახველი განსაკუთრებული სტილი.





ბოლო კომენტარები

ზაური

2023-12-06 12:07:42
მხოლოდ თეირანის მიმართულებით გაქვთ ფრენები? სხვა ქალაქები როგორ ვნახო?