თბილისი-მიუნხენი / მიუნხენი-თბილისი ავიაბილეთები

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-მიუნხენი?

მიუნხენი

ზოგადი აღწერა

მიუნხენი სამხრეთ გერმანული რეგიონის ბავარიის დედაქალაქია და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ქალაქი ცნობილია თავისი ბაროკოს სტილის ეკლესიებითა და უძველესი მუზეუმებით. გარდა ამისა მიუნხენი დამთვალიერებელს ბევრ სხვა რამეს ჰპირდება: იგი გერმანიის ყველაზე ცნობილი ბრენდის „ბეემვეს“ და საფეხბურთო კლუბ „ბაიერნის“ სამშობლოა. რომ არაფერი ვთქვათ „ოკტობერფესტზე“, მთელ მსოფლიოში ცნობილ ლუდის დღესასწაულზე, რომელიც მიუნხენში ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება. ამ ქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებით უყვართ ლუდი, ფეხბურთი და მანქანები.

გეოგრაფია და ისტორია

მიუნხენის ფართობი 310 კვ.კმ-ია და მისი მოსახლეობა 1.5 მილიონ ადამიანს ითვლის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქს გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აგლომერაცია გააჩნია. მიუნხენს ალპების მთათა სისტემისგან 50 კილომეტრი აშორებს. ქალაქის შუაგულში გაედინება მდინარე ისარი.

მიუნხენის თავდაპირველი დასახლებები სამონასტრო ბერულ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, როდესაც ბენედიქტეს მონასტრის ბერები აქ დასახლდენენ ჩვ. წ. 750-იან წლებში. შუა საუკუნეების ქალაქის ისტორია და განვითარება დაკავშირებულია ვიტელსბახების დიდგვაროვან ოჯახთან, რომლებიც 1180 წელს ბავარიის ჰერცოგები გახდნენ. მას შემდეგ მიუნხენი ბავარიის საჰერცოგოს, ან სამეფოს ან სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ქალაქს ისტორიულად ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის ისტორიაში. სწორედ მიუნხენი იყო ის ადგილი, სადაც ადოლფ ჰიტლერი ნაცისტურ პარტიას შეუერთდა.

ღირსშესანიშნაობები

მიუნხენი მსოფლიოში ცნობილი მუზეუმებისა და არტ გალერეების სამშობლოა. ალტე პინაკოთეკის გალერეა ვიტელსბახების ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, ამავე დროს აქ გამოფენილია ისეთი გენიოსი მხატვრების შედევრები, როგორებიცაა ალბრეხტ დიურერი, პიტერ რუბენსი და ანტონი ვან დაიკი.

იცოდით, რომ მიუნხენის ყველაზე ცნობილი პარკი სიდიდით ნიუ იორკის ცენტრალურ პარკს აღემატება? მას „ინგლისური ბაღის“ სახელით მოიხსენიებენ და წარმოადგენს 370 ჰექტარზე გადაჭიმულ მინდვრების, ხეივნებისა და ბილიკების ერთიანობას.

ქალაქის ცენტრალური მოედანი უკავია ე.წ. მარიენპლაცას, რომელიც საშობაოდ მიუნხენის ცნობილი საშობაო სოფლის ცენტრად იქცევა. მოედანი ქალაქის შუაგულად მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება. ქანდაკებებითა და მონუმენტებით შემკული მარიენპლაცა სავსეა ადგილობრივი მოსახლეობითა და ტურისტებით, რომელთაც ყველაზე მეტად შოპინგი აინტერესებთ. ამისთვის მარიენპლაცა იდეალური ადგილია.

აეროპორტი

ქალაქს ემსახურება მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ცენტრიდან 28.5 კმ-ით არის დაშორებული. მიუნხენის აეროპორტი გერმანიის ყველაზე დატვირთული აეროპორტია ფრანკფურტის შემდეგ და წელიწადში 46 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. 





ბოლო კომენტარები

ბექა

2023-12-06 12:09:37
ულამაზესი ქალაქია ნამდვილად, იანვარის ბილეთები დავჯავშნე თქვენთან, მადლობა!