თბილისი-სანკტ-პეტერბურგი / სანკტ-პეტერბურგი-თბილისი ავიაბილეთები

✈️ რატომ ჩვენ? ბილეთების ფასი ჩვენთან ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა პლატფორმებზე, გარდა ამისა, მიღებული შემოსავლიდან თვეში 100$ გავათამაშებთ შემთხვევითობის პრინციპით ჩვენს მომხმარებლებზე. რატომაც არა? 🌟

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-სანკტ-პეტერბურგი?

სანკტ-პეტერბურგი

ზოგადი აღწერა

სანკტ-პეტერბურგს, მისი ისტორიული ფუნქციისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხშირად უწოდებენ რუსეთის „ფანჯარას“ ევროპაში. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა და დღესაც ასრულებს ამ ფუნქციას. იგი წარმოადგენს ხიდს რუსეთის დასავლეთ ნაწილსა და ევროპას შორის. თავისი სილამაზისა და არქიტექტურული სტილის გამო მას ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციად“ მოიხსენიებენ.

ისტორია

სანკტ-პეტერბურგი რუსეთის ყველაზე წარმატებულმა იმპერატორმა პეტრე I დიდმა ააშენა და ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვიდან სწორედ აქ გადმოიტანა. ქალაქს სახელი სწორედ მის საპატივსაცემლოდ ეწოდა. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო აქ პეტრე დიდმა ციხესიმაგრე ააშენა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ქალაქი ორი საუკუნის განმავლობაში ასრულებდა დედაქალაქისა და რომანოვების დინასტიის სატახტო ქალაქის ფუნქციას, მანამ სანამ 1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დედაქალაქი მოსკოვში არ დააბრუნა.

გეოგრაფია

სანკტ-პეტერბურგი მდინარე ნევაზეა გაშენებული. იგი ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ფინეთის ყურეში, მდებარეობს. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 5 მილიონამდე აღწევს და რაოდენობის მხრივ რუსეთში სიდიდით მეორე ქალაქია. ფართობი სულ 1439 კვ. კმ-ს შეადგენს. სანკტ-პეტერბურგის პორტიდან თავისუფლად არის შესაძლებელი რამდენიმე საათში ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების დედაქალაქებში ჩასვლა სამგზავრო გემების საშუალებით.

მოსახლეობა და კულტურა

მოსახლეობის დაახლოებით 85% ეროვნებით რუსია. უმცირესობაში წარმოდგენილნი არიან უკრაინელები, ბელორუსელები, ებრაელები, სამხრეთ კავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის მოქალაქეები, ასევე ბალტიის ზღვის ქვეყნების ეთნიკური უმცირესობები. პეტერბურგი მოსახლეობით და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია მთელ რუსეთში, რომელიც ტოლერანტობის განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩევა.

ღირსშესანიშნაობები

სანკტ-პეტერბურგში ერთი ვიზიტიც საკმარისია, რომ დარწმუნდეთ მის ჭეშმარიტად ევროპულ ხასიათში. ევროპელი, ძირითადად კი, იტალიელი, არქიტექტორების მიერ აშენებული ქალაქი მნახველებში აღფრთოვანებას საუკუნეებია იწვევს. მას ხშირად კულტურულ მექას უწოდებენ. ქალაქის ისტორიული ნაწილი, ძველი ცენტრი, იუნესკოს სიით დაცული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მის უძველეს ქუჩებში სეირნობაც კი საკმარისია, რომ იხილოთ სლავური და ევროპული კულტურების თვალწარმტაცი შერწყმა.

განსაკუთრებით პოპულარული ადგილია ერმიტაჟი, მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმი, რომლის ისტორია 1764 წელს, იმპერატორ ეკატერინე მეორის ეპოქიდან იწყება.

ბევრია რელიგიური, განსაკუთრებით მართლმადიდებლური კულტურის ძეგლები, როგორიცაა წმინდა ისააკის კათედრალი.

ქალაქში 300-მდე ხიდია, რის გამოც მას „ხიდების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ. ცენტრისა და გარეუბნის დათვალიერება განსაკუთრებით მარტივია სწრაფი მეტროს მეშვეობით, რომლის სადგურებიც 20-80 მეტრის სიღრმეზეა აშენებული.

არ დაგავიწყდეთ პეტერბურგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა: „თეთრი ღამეები“ და პოლარული ნათება, რაც მილიონებით ვიზიტორს იზიდავს ყოველ წელს.