თბილისი-ვენა / ვენა-თბილისი ავიაბილეთები

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-ვენა?

ვენა

ზოგადი აღწერა

ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც გერმანულად მოსაუბრე მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს მსოფლიოში ბერლინის შემდეგ. ვენაში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეუთოსი, მაგრამ, მიუხედავად მისი პოლიტიკური მნიშვნელობისა, ქალაქის როლი ევროპული ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მხატვრობის, თეატრისა და, განსაკუთრებით, მუსიკის, განვითარების სფეროში ფასდაუდებელია.

გეოგრაფია და ისტორია

ვენა ავსტრიის 9 ფედერალური მიწიდან ტერიტორიულად ყველაზე პატარა, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდია. მისი ფართობი 414.6 კვ. კმ-ს მოიცავს, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 1.8 მლნ ადამიანს, გარეუბნების ჩათვლით ეს რიცხვი 2.6 მლნ-მდე იზრდება.

ვენაზე ისტორიკოსები ამბობენ, რომ რამდენიმე რეინკარნაცია განიცადა. ტრადიციულად საღვთო რომის იმპერიისა და მოგვიანებით ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ცენტრი თანამედროვე სახით მეოცე საუკუნეში პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ჩამოყალიბდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა მისი ოკუპაცია მოახდინა. მოკავშირეებისგან გათავისუფლებული ავსტრია ზონებად დაიყო და ერთიანობა და დამოუკიდებლობა ქვეყანამ მხოლოდ 1955 წელს მოიპოვა. ეს ვენის დედაქალაქის სტატუსით საბოლოო „რეინკარნაცია“ იყო.

ღირსშესანიშნაობები

ბაროკოს სტილში აშენებული შენბრუნის სასახლე, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სასახლის 1441 ოთახიდან 40 მათგანი ტურისტებისთვის ღიაა.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი ქალაქში დაგეგმილი ტურების აბსოლუტური უმრავლესობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. იგი თითქმის ყველა ეპოქისა და კულტურის ექსპონატებს ინახავს, ძველი ეგვიპტისა და კლასიკური რომაული ისტორიის არტეფაქტებით დაწყებული, გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპის საუკეთესო მხატვრებისა და მოქანდაკეების ნაშრომებით დამთავრებული. 

ჰოფბურგის სასახლე, რომელიც წარსულში ჰაბსურგების დინასტიის წარმომადგენელთა ზამთრის რეზიდენცია იყო, დღეს ავსტრიის საპრეზიდენტო სახლია, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრები და სახელმწიფო ვიზიტები იმართება. სასახლე ღიაა ტურისტებისთვისაც.

ვენის ოპერის სახლი მე-19 საუკუნის რენესანსის სტილის არქიტექტურული ძეგლი და ვენის ფილარმონიული ორკესტრის ადგილსამყოფელია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უამრავ ტურისტსა და მუსიკისა და თეატრის მოყვარულს მასპინძლობს და ამაყად აგრძელებს, ვენის, როგორც ევროპის „მუსიკალური დედაქალაქის“ ტრადიციას.

აეროპორტი

ქალაქს ემსახურება ვენის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც 2018 წელს 27 მილიონ მგზავრს უმასპინძლა. იგი ქალაქის ცენტრიდან 18 კმ-ით არის დაშორებული და, დიდი კომპანიების გარდა, დაბალბიუჯეტიან ევროპულ და საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავებსაც იღებს.





ბოლო კომენტარები

ზურა

2023-12-06 12:15:10
ულამაზესი ქალაქია ვენა, ახალ წელს მივდივარ, იმედია ახალი წლის პერიოდში უფრო განსაკუთრებულად ლამაზი იქნება